Saturday, March 25, 2017

რეფლექსიები

დღე 1
შევქმენი ბლოგი,პორტფოლიოს საქაღალდე და ფაილები .განვიხილეთ კურსის რესურსები (21 საუკუნის უნარ-ჩვევები...),სასწავლო გეგმის შაბლონი და პორტფოლიოს ჩეკისტის მნიშვნელობა.

დღე 2
შევარჩიე ჩემი პროექტის თემა.გავეცანი ბროშურის მომზადებას პროექტის თემასთან დაკავშირებით. გავეცანი პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე.

დღე 3
პროექტის დაგეგმვის დაწყება.ვნახეთ ვიდეო-პრეზენტაცია პროექტებით სწავლების მნიშვნელობის შესახებ.განვსაზღვრე პროექტის მიზნები და შედეგები,

დღე 4
ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის პუნქტებზე, კერძოდ მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე.განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის ტექნიკა.მივიღეთ საჭირო რჩევები და უკუკავშირი.

დღე 5
ვიმუშავეთ პროექტის შეფასების სტრატეგიებზე და მეთოდებზე.

დღე 6
ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე და მისი შეფასების რუბრიკაზე.
გავიხსენეთ სანდო ინფორმაციის მოპოვების ხერხები ინტერნეტიდან და ამ ინფორმაციის ჩამოტვირთვა.

დღე 7
დავწერე საჭირო მითითებები და კომენტარები ჩემი ჯგუფის წევრების მისამართით
დადებითი კომენტარი ერთი რიგით ზემოთ მდგომს, შენიშვნა-მითითება ორი რიგით ქვემოთ მდგომს.გავაგრძელე პროექტზე მუშაობა.

დღე 8
შევისწავლეთ ონლაინ კითხვარის მომზადება.გავაგრძელე პროექტზე მუშაობა, მოვამზადე ჩემი პროექტის პრეზენტაცია


დღე 9
მოვისმინეთ და შევაფასეთ ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილი პროექტის პრეზენტაციები